ბორჯომის ხეობა აზერბაიჯანის და სომხეთის სამაშველო ჯგუფებმა 28 აგვისტოს, დილით დატოვეს.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ. ბორჯომის ხეობას დღის ბოლომდე, დატოვებენ მაშველები ბელარუსიდან და თურქეთიდანაც.
რაც შეეხება სოფელ დაბასთან არსებულ საგანგებო შტაბს, ის კვლავ განაგრძობს მუშაობას. ადგილზე რჩებიან ქართველი მეხანძრე - მაშველები. დღესვე მოხდება ავარიულად დაშვებული ,,მი–8" ტიპის ვერტმფრენის გადატანა სპეცტექნიკით, თბილისში ექსპერტიზაზე.