დიდველის საბაგიროდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს
ბაკურიანში, დიდველის საბაგირო გაჩერებულია-
ამ წუთებში საბაგიროებიდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს. გათიშული საბაგიროებიდან ხალხის უმეტესი ნაწილი ჩამოყვანილია.
ამ დროისთვის დამსვენებლები დარჩენილნი არიან ე.წ. ფუნიკულიორის საბაგიროზე, რომელიც ვაგონის ტიპისაა და იქიდანაც უახლოეს წუთებში განხორციელდება მათი ჩამოყვანა - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი.
საბაგიროების გათიშვის მიზეზად ბაკურიანში ელ. ენერგიის ავარიული შეწყვეტა სახელდება.