აბასთუმანში ცეცხლი 5 ჰექტარზე გავრცელდა
აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის 5 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული,
თუმცა ოფიციალურ უწყებაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ კეთდება. ადგილზე მუშაობს 1 ვერტმფრენი, ცოცხალი ძალა და შესაბამისი ტექნიკა. აბასთუმანში იმყოფება შს მინისტრიც. ამასთან, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, კონკრეტულად რა მდგომარეობაა ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებით, მათთვისაც უცნობია, რადგან ცეცხლის გავრცელების არეალში მყოფ პირებთან კომუნიკაცია გართულებულია.
აბასთუმანში ტყეში გაჩენილი ხანძარი ქარიანი ამინდის გამო სწრაფად ვრცელდება. ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია. ადგილი მიუდგომელია, ვერ ხერხდება ცეცხლის კერამდე სპეცტექნიკის მიყვანა. ხმელეთზე მობილიზებულები არიან მეტყევეები, მეხანძრეები და შინაგანი ჯარი. აღსანიშნავია, რომ ხანძარს მეხანძრე-მაშველებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც აქრობენ.
ცეცხლის ლოკალიზებას რთული რელიეფი და ქარიანი ამინდი აფერხებს.