აბასთუმნის ხანძრის ქრობის პროცესში, უკრაინული თვითმფრინავი ჩაერთვება
აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა უკვე რამდენჯერმე შეძლო კალათის ავსება და ხანძრის კერებზე წყლის დასხმა.
ხანძრის ქრობის პროცესში, უკრაინის ავიაცია ერთვება. თვითმფრინავს 8-ტონიანი წყლის ავზი აქვს. შს მინისტრის თქმით, თვითმფრინავი უკვე წამოსულია და ადგილზე ამ მალე იქნება.
სტიქიის ზონაში მობილიზებულია ცოცხალი ძალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.
მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა, რომელსაც ცეცხლის კერამდე გზა შეჰყავდა.
შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის თათბირი ამ დილით ჩაატარა. თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა განიხილეს.