შსს მინისტრი: ,,ცეცხლი შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი"
შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცეცხლი შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს. მისი თქმით, გამოძიება მუშაობს ყველა ვერსიაზე.
"გამოძიება ყოველთვის მუშაობს ყველა ვერსიაზე. თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს... მე ამას ახლა ვერ გეტყვით. გამოძიება მიმდინარეობს, ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, ყველა ვერსიას ამომწურავ პასუხს გავცემთ",- განაცხადა მინისტრმა.