აბასთუმანში კვლავ რჩება კრიტიკული კერები
ამ დროისთვის აბასთუმანში 4 საჰაერო ტექნიკა მუშაობს.
1 კერძო კომპანიისა და 1 სასაზღვრო ვერტმფრენი საქართველოდან,
1 უკრაინის თვითმფრინავი და 1–ც თურქული ვერტმფრენი, რომელიც უკვე ბათუმშია და მალე ჩაერთვება ხანძრის ქრობის პროცესში.
საქართველოშია აზერბაიჯანული ვერტმფრენიც, მაგრამ სავარაუდოდ ისიც ხვალიდან შეძლებს ცეცხლის ლოკალიზებაში მონაწილეობის მიღებას.
ხოლო, 31 აგვისტოდან, თურქეთიდან კიდევ დაემატება ერთი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი, ასევე ერთი ვერტმფრენიც ირანიდან.
რაც შეეხება მდგომარეობას სტიქიის ზონაში – საგანგებო შტაბში განმარტავენ, რომ ვითარება უცვლელია და ცეცხლის ლოკალიზებას ისევ კლიმატური პირობები უშლის ხელს. აბასთუმანში კვლავ ძლიერი ქარია, მძიმე ტექნიკა გზის გაჭრას განაგრძობს, რათა ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მანქანების ჩართვა გახდეს შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი აბასთუმანში, 29 აგვისტოს, შუადღის 3 საათისთვის გაჩნდა. ჩვენი ჟურნალისტის, რუსუდან გვარამაძის ინფორმაციით, ბორჯომი–ხარაგაულის ეროვნულ პარკში კვლავ რჩება რამდენიმე კრიტიკული კერა.