ნინოწმინდისა და ახალციხის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს
10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 695 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში დიდი გონდრიო, მამწვარა, ყულალისი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:30 საათამდე 266 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში სვირი, ბოგა და ტატანისი,
12:00-დან 16:00 საათამდე 2715 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში წყალთბილა, ვალე, ჯულღა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.