ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ხაზინაში ანგარიშები გაიხსნა
ბოლო დღეების განმავლობაში, ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენის სურვილი გამოთქვეს როგორც ბიზნესის, საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა, ისე მოქალაქეებმა. უკვე დაიწყო რამდენიმე სოციალური კამპანიაც.
ჩვენი თანამოქალაქეების ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად და ფულადი სახსრების კონსოლიდაციის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებების, ტყე-პარკის აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, გაიხსნა სპეციალური ანგარიშები როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში.
აღნიშნულ ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვის პროცესი, ისევე როგორც გაწეული ხარჯები, ჩვენი საზოგადოებისთვის იქნება ღია და გამჭვირვალე, რათა ყველა მოქალაქისთვის ცნობილი იყოს როგორ დაიხარჯება მის მიერ ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენისთვის ჩარიცხული თოთოეული თეთრი.
მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შემოწირულობების ჩარიცხვა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
წყარო: ფინანასთა სამინისტრო