სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბმა ,,ტაო"–მ, ჭიათურის სარაგბო სკოლის გუნდს უმასპინძლა. რეგიონალური ჩემპიონატის მეორე ჯგუფის შეხვედრა ,,ტაო"–ს გამარჯვებით 22:21 დასრულდა. შეხვედრა ასპინძაში 9 სექტემბერს გაიმართა.
საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის გათამაშების ფარგლებში, ბოლო თამაშს "ტაო" 16სექტემბერს, წყალტუბოს ,,წყალტუბო"–სთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველობაზე მატჩები, მეორე ლიგის გათამაშებაში 2016 წლის სექტემბრის თვეში დაიწყო. "ტაომ" პირველი თამაში მაშინაც, "წყალტუბოს" წინააღმდეგ გამართა, სადაც მესხეთის სარაგბო გუნდმა ანგარიშით 17:15 გაიმარჯვა.
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული კლუბი " ტაო" 2016 წლის მაისის თვეში დაფუძნდა. იგი საქართველოში პირველი სარაგბო გუნდია, რომელიც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა.