20 სექტემბერს, ბორჯომსა და აბასთუმანში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 სექტემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება
14:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 173 აბონენტს ქ. ბორჯომში ხანძთელის, რობაქიძის, შანიძის და შრომის ქუჩებზე.
11:00-დან 17:00 საათამდე - 402 აბონენტს აბასთუმანში.
13:00-დან 15:00 საათამდე - 2410 აბონენტს დაბა ბაკურიანში დავით აღმაშენებლის, მთის, ხერგიანის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელ დიდი მიტარბში.
15:00-დან 17:00 საათამდე - 406 აბონენტს დაბა ბაკურიანში წაქაძის, თრიალეთის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.