ხანძარი ადიგენში, ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ, დერცელის გადასახვევიდან დაახლოებით 10 კმ–ში, ე.წ. მჟავე წყლებთან, ღაღვის სატყეო უბანში, ხანძარი გაჩნდა.
ტყეში გაჩენილი ცეცხლის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 19:00 საათისთვის შევიდა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაქარია ენდელაძის განმარტებით, მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურები, ადგილზე იმყოფება პოლიცია. ხანძარი რამდენიმე ჰექტარზეა მოდებული, ცეცხლი ძირითადად მიუვალ ადგილზეა გაჩენილი, თუმცა მიმდინარეობს გზის გაჭრა, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება.
,,მეცხრე არხი" მიემგზავრება შემთხვევის ადგილზე და პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას.