წაღვერში ხანძრის ქრობაში ვერტმფრენი ჩაერთო
წაღვერში, დილიდან, ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობს შსს-ს ვერტმფრენი.
ასევე, სამუშაოებში ჩაერთო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ძალები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი.
ხანძრის კერებთან მობილიზებულია მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.
ბორჯომის ხობაში, ხანძარი 22 სექტემბერს, საღამოს დაახლოებით 5 საათისთვის, გაჩნდა. ცეცხლი იმ უბნებს მოედო, სადაც აგვისტოს თვეში ტყე იწვოდა.
დაახლოებით ერთი თვის წინ გაჩენილმა ხანძარმა 752 ჰექტარი ფართობი გადაწვა. გაჩენილ ცეცხლს ადგილობრივი და სხვა ქვეყნების ტექნიკისა და ავიაციის დახმარებით, 8 დღის განმავლობაში აქრობდნენ.