ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია – მერაბ ალანია
ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ განუცხადა.
"ამ დროისთვის სრული ლოკალიზება გვაქვს გვაქვს მცირე დაკვამლიანება. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა, ხვალ დაიწყება ხანძრის კერების დამუშავება. პირადი შემადგენლობა ავა კერებთან ნიადაგის დასამუშავებლად. ავიაციას რაც შეეხება, ხვალ დილით შევაფასებთ ვითარებას. თუ აღარ დაგვჭირდა ვერტმფრენები, გავუშვებთ დისლოკაციის ადგილზე" - განაცხადა მერაბ მალანიამ.
ამჟამად წაღვერში ავიაციამ მუშაობა შეაჩერა. ბორჯომის ხეობაში კვლავ რჩება ერთი ქართული, ერთი აზერბაიჯანული და ორი თურქული ვერტმფრენი. ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები.