წაღვერში ისევ რჩება ავიცია
ბორჯომის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. წაღვერში ხანძრის გაჩენიდან მეხუთე დღეს სტიქიის ზონაში ხანძრის კერების პრევენციული დამუშავება მიმდინარეობს.
ცალკეული კერების დამუშავებას ცოცხალი ძალა ახორციელებს. დილიდან მუშაობა განაახლა ავიაციამაც.
ამ ეტაპზე წაღვერის ტყეში 2 ვერტმფრენი მუშაობს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია
და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე ხანძრის სალიკვიდაციო
სამუშაოებს ვერტმფრენიდან აკვირდებიან.
მოგვიანებით გადაწყდება, საჭიროა თუ არა ხანძრის სალიკვიდაციოდ ვერტმფრენების გამოყენება.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზება 25 სექტემბერს მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ დაბა წაღვერში ხანძარი 22 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.