გთავაზობთ, 30 სექტემბერს, სოფელ კუმურდოში განვითარებული მოვლენების ფოტორეპორტაჟს.
ადგილობრივებმა სამარხზე ქვის სტელის აღმართვა გადაწყვიტეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.
სიტუაციის დაძაბვის გამო, სოფელში სპეცრაზმი ავიდა და შეკრებილი მოსახლეობის დაშლა დაიწყო, რასაც ადგილობრივების გაღიზიანება მოჰყვა.
დაპირისპირების დროს მოსახლეობა და ოთხი სამართალდამცველი დაშავდა.
ნასროლი ქვებით დაზიანებული სამართალდამცველების ავტომანქანა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე, არქეოლოგიური სამუშაოები 2015–16 წლებში მიმდინარეობდა.
2016 წელს, არქეოლოგიის პარალელურად, რესტავრაციის პროცესი დაიწყო.
ტაძრის რესტავრაცია მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
ადგილობრივებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ მათი წინაპრების საფლავები გადაითხარა.
ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ ქვაჯვარის დადგმით, რესტავრაციის პროცესს ხელი შეეშლებოდა და ამისთვის კუმურდოს მოსახლეობას ნეიტრალური ტერიტორია შესთავაზა.