პარასკევს 6 ოქტომბერს 18:00 საათზე მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება საქველმოქმედო ღონისძიება, ბარბარე (ვანდა) ძინძიბაძის დასახმარებლად.
ღონისძიებაში მონაწილებას იღებენ ცნობილი მომღერლები : გიორგი ფრუიძე, გოჩა ჭაბუკაიძე, გვანცა ოსიყმაშვილი და სხვა ცნობილი სახეები. 27 წლის ბარბარე ძინძიბაძეს საზოგადოების დახმარება ისევ ჭირდება.
სამი მცირეწლოვნის დედის დასახმარებლად ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში თანხა გროვდება. ქველმოქმედებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ახალგაზრდა ქალს ცოტა ხნის წინ ხერხემალზე მეოთხე სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა. მისი გადაყვანა თურქეთში სასწრაფოდ გახდა საჭირო.
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა რეაბილიტაციისათვის კიდევ არის საჭირო თანხის შეგროვება.
ბარბარე ძინძიბაძე სამი შვილის დედაა, მათ შორის ყველაზე მცირეწლოვანი 7 თვისაა.
ახალგაზრდა ქალის შესახებ ინფორმაცია "
დედების ფონდმა" გაავრცელა. საჭირო თანხას აგროვებს თავად ფონდიც.