უახლოეს დღეებში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა
4 ოქტომბრამდე საქართველოს მაღალმთიან ზონაში თოვლია მოსალოდნელი, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2–4 ოქტომბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება. აღნიშნულის გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა, ზოგან ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.