5 ოქტომბრიდან საქართველოში გამოიდარებს
საქართველოში 5 ოქტომბრიდან გამოიდარებს. სინოპტიკოსების ვარაუდით, უნალექო ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
4 ოქტომბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში წვიმა და ნისლი შენარჩუნდება, თუმცა ხვალიდან ტემპერატურა 15°-20°-მდე მოიმატებს, დედაქალაქში ხვალ 17 °-ია მოსალოდნელი.
ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 15–20 გრადუსი; თბილისში – 14 გრადუსი.
6–7 ოქტომბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე 17–22 მეტრი წამში იქნება.
6 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 23–28 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 16–21 გრადუსი; თბილისში – 17 გრადუსი.
7 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 25 გრადუსი იქნება, თბილისში კი, 19 გრადუსი.