სამცხე–ჯავახეთის გამარჯვებული მერები და პოლიტიკური პარტიები
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით სამცხე–ჯავახეთში მმართველი პარტია ლიდერობს.
საქართველოს მასშტაბით პოლიტიკურ პარტიათა პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
,,ქართულმა ოცნება – დემოკრატიული საქართველო " – 55.69 %
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 16.99 %
,,ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო" - 10.51%
,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 6.54 %
,,საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 3.28 %
რაც შეეხება 2017-21 წწ მერებს, სამცხე-ჯავახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელის პოსტს მმართველი პარტიის კანდიდატები იკავებენ.
ახალციხე - ზაზა მელიქიძე - 69.24%
ადიგენი - ზაქარია ენდელაძე 60.51%
ასპინძა - როსტომ მაგრაქველიძე 56.4
ახალქალაქი - იურიკ ანანიანი 58.62%
ნინოწმინდა -ანივარდ მოსოიანი 75.35 %
რაც შეეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტს, მერობის სავარძლისთვის ბრძოლა სავარაუდოდ მეორე ტურში გაგრძელდება. ერთმანეთს ,,ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან ლიპარტია 40.54 % და ,,პატრიოტთა ალიანსის" მიერ წარდგენილი ზაზა ჩაჩანიძე 40.23% დაუპირისპირდება, რომელიც 2014-17 წწ. მმართველ პარტიას წარმოადგენდა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობდა.