არასამთავრობო ორგანიზაციამ "თანადგომა შვილებს", სადაც 200–მდე შშმ პირის მშობელი ერთიანდება, ახალციხის მერიის შენობის პირველ სართულზე კაბინეტისთვის ოთახი გახსნა.
ორგანიზაციას, რომელიც თითქმის ორი წელია რაც ჩამოყალიბდა, მწირი ფინანსების გამო საკუთარი შენობა არ ჰქონდათ.
25 ოქტომბრიდან მშობლები შშმ შვილებისთვის სხვადასხვა აქტივობებს უკვე ახლადგარემონტებულ შენობაში დაგეგმავენ. ოთახი საზეიმოდ ქალაქ ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ ორგანიზაციისა და ქალაქის მომავალ ხელმძღვანელებთან ერთად გახსნა.
"ახლა გვაქვს ოთახი, სადაც მშობლები შევიკრიბებით და სხვადსხვა აქტივობებს დავგეგმავთ, მგონია რომ ახლა უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, შშმ პირების ოჯახებთან და ბევრ კარგ საქმესაც გავაკეთებთ,"– განაცხადა ორგანიზაციის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ვეფხვია დიაკონაშვილმა.