,,მეცხრე არხი"–ს სომხურენოვანი მაყურებელი 6 ნოემბრიდან, საინფორმაციო გამოშვება ,,მოამბეს" 20 საათის ნაცვლად, 21 საათზე იხილავს.
არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება "მოამბე" 6 ნოემბრიდან ახალი დროითა და ფორმატით გავა ეთერში. შესაბამისად, ახალციხის ტელეკომპანია ,,მეცხრე არხი"–ს ეთერით,
სომხურენოვანი "მოამბის" ნახვა მაყურებელს პირდაპირ ეთერში ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა, დღეიდან 18:00-სა და 21:00 საათზე შეეძლება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება "მოამბის" საღამოს გამოშვევები, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, პირდაპირ ეთერში მეორე წელია მიეწოდება.
"გასაგებ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ეთნიკური უმცირესოსბებისათვის"-პროექტს საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
პარალელურად გამოშვების ამ ფორმატით ხილვა სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული ტელეკომპანიების მაყურებელს გარბის 4 წევრი ტელეკომპანიის ეთერით შეუძლია.
აშშ–ს საელჩოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის, ,,მოამბე" 18:00 და ახლა უკვე 21:00 სთ–ზე, ითარგმნება ორივე ენაზე და სინქრონულ რეჟიმში მიეწოდება მაყურებელს.