სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ნოემბერს 11:00-დან 16:00 საათამდე შუალედში ერთი საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 7186 აბონენტს
ახალქალაქის რაიონის სოფლებში - ხულგუმო, კორხი, კალიკამი, თოთხამი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ახალქალაქში: ცეტკინის, თავისუფლების, თუმანიანისა და მიმდებარე ქუჩებზე,
12:00-დან 13:00 საათამდე 1241 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში დამალა, ოშორა, იდუმალა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ასპინძაში ერეკლე 2-ის, ბესიკის, სულხან-საბას და მიმდებარე ქუჩებზე,
15:00-დან 18:00 საათამდე 36 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფელ ვალეში სადგური, 2 შახტის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე,
15:00-დან 16:00 საათამდე 466 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში გოგაშენი, აფნია და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ასპინძის რაიონის სოფლებში კორისხევი, ფია, ნაქალაქევი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში. (R)