საკირე და ტაძრისი მაღალმთიანი სოფლის სტატუსს მიიღებენ
მაღალმთიანი სოფლების ნუსხას, მიმდინარე წლის ბოლომდე, კიდევ ორი – ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი საკირე და ტაძრისი დაემატება,
– ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ბორჯომის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ზურაბ ალავიძემ შეხვედრაზე, რომელიც პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომის მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიას მხარდასაჭერად გაიმართა, მუნიციპალიტეტის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა და მმართველი გუნდის კანდიდატს წარმატება უსურვა.