მერების რეიტინგი და საზოგადოების ნდობის მაჩვენებელი
ადგილობრივი არჩევნების შედეგების დათვლის შემდეგ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ახლადარჩეული მერები მუშაობას შეუდგნენ.
იმის მიუხედავად, რომ ბორჯომის გარდა, დანარჩენ ხუთ მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს, მაინც საინტერესოა მუნიციპალიტეტების მიხედვით მერების რეიტინგი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებიდან გამომდინარე, ამომრჩეველის ხმათა რაოდენობით, რეგიონში ლიდერობს ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი.
1. ახალციხე - ზაზა მეიქიძე 69,24%
2. ადიგენი - ზაქარია ენდელაძე 60,12%
3. ასპინძა - როსტომ მაგრაქველიძე 56,4%
4. ახალქალაქი - იურიკ უნანიანი 58,62%
5. ნინოწმინდა - ანივარდ მოსოიანი 75,35%
6. ბორჯომი - ლევან ლიპარტია 55, 22 %
რაც შეეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტს, აქ არჩევნების მეორე ტური ,,ქართული ოცნებისა" და ,,პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატებს შორის გაიმართა. პირველი ტურის მონაცემების მიხედვით შედეგები ასე გამოიყურება:
ქართული ოცნება - ლევან ლიპარტია: 40,35 %
პატრიოტთა ალიანსი - ზაზა ჩაჩანიძე: 40,15 %