22 ნოემბრიდან საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდენელი
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, ამინდის არამდგრადობას შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები განაპირობებს.
ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით 10-15 გრადუსამდე დაეცემა. უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში - თოვლი.
მოკლევადინი პროგნოზი ასეთია: 20 ნოემბერს, ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე წვიმა. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 19-24 გრადუსამდეა გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 15-20 გრადუსია ნავარაუდევი. ღამის საათებში, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლჭყაპი.
ქვეყნის მასშტაბით უნაქლექო ამინდია მოსალოდნელი 21 ნოემბერს. დღის ბოლოს კი, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები დაიწყებს შემოსვლას.