წყლით სავსე ბოთლი გიორგი გიუაშვილს ესროლეს – საკრებულოს სხდომაზე კვლავ ხმაურია
სამანდატო კომისიის დასკვნის თანახმად, საკრებულოს 28 წევრის უფლებამოსილება ცნობილია.
სამანდატო კომისიის დასკვნა ბაკურ გელაშვილმა გაასაჯაროვა. საკრებულოს სხდომა კვლავ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
დეპუტატები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ, მოხდა მცირე ინციდენტიც. ოთარ არბოლიშვილმა გიორგი გიუაშვილს წყლით სავსე ბოთლი ესროლა.
ამ დრომდე ხმის დამთვლელი კომისიის ფორმირება ვერ ხერხდება, რადგან კომისიის ორი წევრი გიორგი გიუაშვილი და ირაკლი კვირკველია დაკითხვაზე იმყოფებიან.
გიორგი ფერაძის განცხადებით 112-ზე ზარი განხორციელდა, რის შემდეგაც კომისიის ორი წევრი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დაკითხვაზე წაიყვანეს.
წყარო: ტელეკომპანია ,,ბორჯომი"