საკრებულოში კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს
საკრებულოს სხდომაზე 5 კომისია შექმნეს. დაასახელეს ხუთივე კომისიის თავმჯდომარე და კენჭი უყარეს. ოთხ კომისიას "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი უხელმძღვანელებს, ხოლო ერთი
კომისიის ხელმძღვანელი "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი იქნება.
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - ვიოლეტა ბალახაშვილი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოც. საკითხთა კომისია - მამუკა ლურსმანაშვილი
იურიდიულ საკითხთა კომისია - ტატიანა მარტინენკო
საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისია - თედორე მელიქიძე
გარემოს და აგრარულ საკითხთა კომისია - გიორგი გიუაშვილი
სხდომას მხოლოდ ოპოზიციური პარტიების 15 დეპუტატი ესწრებოდა.