სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ნოემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება
11:30-დან 14:30 საათამდე შეეზღუდება 1188 აბონენტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეშტია, თორია, უჩმანა, სათხა და მიმდებარე სოფლებში.
12:30-დან 14:30 საათამდე 15-15 წუთიანი ინტერვალებით ელექტრენერგიის მიწოდება შეუწყდებათ სხვადასხვა ფიდერის აბონენტებს დაბა ბაკურიანში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. (R)