ვაშინგტონში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ვიზიტი დაიწყო. "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს
დელეგაციის წევრებმა ღირშესანიშნაობები მოინახულეს, ეწვივნენ კაპიტოლიუმს, ვაშინგტონის მონუმენტს და ლინკოლნის მემორიალს.
აშშ-ში ვიზიტი განვითარების და დემოკრატიის ცენტრის
(CDD) ინიციატივითა და ორგანიზებით 24 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბერის ჩათვლით გაგრძელდება.
პროექტს
CDD-ი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შემსწავლელი ვიზიტისა და საერთაშორისო ინტერ-რელიგიური კონფერენციის მხარდამჭერები არიან: NED-ი (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის), აშშ-ში საქართველოს საელჩო, საქართველოში აშშ-ის საელჩო, ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.
https://www.facebook.com/CDD.ge/posts/1599511313448132