სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ნოემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება
11:30-დან 14:30 საათამდე შეეზღუდება 1181 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარტიკამი, ხულგუმო, აბული, თახჩა და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 14:15 საათამდე - 14 აბონენტს დაბა ბაკურიანში თრიალეთის, აღმაშენებლის ქუჩებზე და დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე.
12:30-დან 14:15 საათამდე 15-15 წუთიანი ინტერვალებით ელექტრენერგიის მიწოდება შეუწყდებათ სხვადასხვა ფიდერის აბონენტებს დაბა ბაკურიანში (ჯამში 2935 აბონენტი).
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.