ახალციხეში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 დეკემბერს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 410 აბონენტს ახალციხეში აღმაშენებლის, ჭონქაძის, ხმალაძის, იანძის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.