სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გახდა
საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა დაამტკიცა.
საკანონმდებლო ორგანომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს, ნინო ლომჯარიასა და გიორგი ფოფხაძეს კენჭი დღეს უყარა.
კენჭისყრამდე დეპუტატებმა "პატრიოტთა ალიანსის" მიერ წარდგენილ კანდიდატს, გიორგი ფოფხაძეს მოუსმენეს.
კენჭისყრის შედეგად, ნინო ლომჯარიას კანდიდატურას 96-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 კი წინააღმდეგ წავიდა. ხოლო გიორგი ფოფხაძემ 20 ხმა მიიღო, წინააღმდეგ კი 27 წავიდა.
ნინო ლომჯარია ამ თანამდებობაზე 5 წელი იმუშავებს.