სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 დეკემბერს, 09:00-დან 18:00 საათამდე
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 995 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში წყრუთი, ჭვინთა, მიქელწმინდა და მიმდებარე სოფლებში,
12:30-დან 18:00 საათამდე 626 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ბეჟანო, ტაბაწყური, ჭიხარულა და მიმდებარე სოფლებში,
12:30-დან 15:30 საათამდე 1116 აბონენტს ახალციხეში ასპინძის, კლდიაშვილის, ვარძიის, ზარზმელის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.