მიხეილ სააკაშვილი მომხრეებმა გაათავისუფლეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა კიევში დაკავებული მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეს. კადრებში ჩანს, რომ ბორკილებდადებული იმ მიკროავტობუსიდან
გადმოიყვანეს, რომელშიც ის რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველებს ჰყავდათ დაკავებული. მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა დღეს დილით დააკავეს და ტერიტორიიდან მის გაყვანას ცდილობდნენ, თუმცა ამის შესაძლებლობა პოლიციას მისმა მომხრეებმა არ მისცეს.
,,ხელისუფლებას სურდა, პუტინის დავალებით, უკრაინიდან გავეძევებინე, როგორც მთავარი მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ის მომხრეებმა გაათავისუფლეს და მას საშუალება მიეცა თავისი გულშემატკივრებისთვის მიემართა.
მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს მიმართა, რომ "ისინი ძლიერები არიან, რადგან ძალიან ბევრნი არიან".
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მომხრეებთან ერთად რადას შენობისკენ დაიძრა. ისინი სკანდირებენ "პოროშენკოს იმპიჩმენტს".
მოგვიანებით, კიევში, ევროპის მოედანზე შეკრებილმა ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლეს.