სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 დეკემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 438 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფელ დამალაში,
11:00-დან 16:00 საათამდე 1706 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში აწყური, წინუბანი, გურკელი, ახალშენი და მიმდებარე სოფლებში,
13:00-დან 14:00 საათამდე 1673 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში უდე, არალი, ზაზალო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში. (R)