ხვალიდან ამინდი გაუარესდება
22 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე საქართველოს ტერიტორიზე ამინდს განაპირობებს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით. 24 დეკემბრიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.