12 იანვარს, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 იანვარს, ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე - 749 აბონენტს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვარხანი, აბასთუმანი, ხარჯამი, ბენარა და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 13:00 საათამდე - 2209 აბონენტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, ზანავი, ბეშეთი და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 18:00 საათამდე - 36 აბონენტს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნიალა, გავეთი, ყარაბულაღი, ფანაქეთი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.