სასულიერო პირებმა, მრევლმა და თოვლის ბაბუამ, ახალციხის თითქმის ყველა ქუჩა შობის დღესასწაულზე გალობით შემოიარეს.
ადგილობრივი მოსახლეობა მათ
ტკბილეულსა და საჩუქრებს წირავდა. შეგროვებული ნობათი ნინოწმინდის ბავშთა თავშესაფარს უკვე გადაეცა.
ალილოს მონაწილეებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები შეუერთდნენ.
მათ საკუთარი სახსრებით ნინოწმინდის ბავშვთა სახლისთვის სხვადასხვა სახის პრუდუქტები შეიძინეს.