ზურაბ ალავიძე: ,,საახალწლოდ ტურისტების დიდ რაოდენობას ბაკურიანი მოუმზადებელი დახვდა"
ბაკურიანში გამართულ საგანგებო თათბირზე, ზამთრის საკურორტო სეზონზე შექმნილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, განიხილა.
მინისტრის განცხადებით, წლევანდელ სეზონზე, საახალწლო პერიოდში ტურისტების უპრეცენდენტო რაოდენობის სტუმრობას ბაკურიანი მოუმზადებელი დახვდა.
მინისტრმა მხარის გუბერნატორთან, ბორჯომის მერთან და მთის კურორტების განვითრების კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, განიხილა პარკირების, წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის საკითხები.
თათბირს საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.
,,დღევანდელ შეხვედრისას კომპლექსურად განვიხილეთ არსებული პრობლემები, რომელიც ტურისტების უპრეცენდენტო ნაკადის გამო შეიქმნა. გამომდინარე აქედან, შესაბამის სამსახურებთან ერთად, გატარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება უახლოეს პერიოდში. მოხდება პარკინგების გაფართოება და მოწესრიგება, ასევე გაკეთდება დამატებითი გზები, რომ ვიზიტორებმა შეძლონ უპრობლემოდ გადაადგილება. ტურისტების მზარდი რაოდენობის გამო, ბაკურიანში ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ ’’-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.