საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, სახელმწიფო დროშის დღე ახალციხეშიც აღინიშნა. ადმინისტრაციის შენობასთან, საჯარო მოხელეებმა
სახელმწიფო სიმბოლიკის დღეს დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ღონისძიება მუსიკალურად ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ გააფორმა.
საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე მიიღეს, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.
სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.ფოტოები გადაღებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.