ოთარ კაჭკაჭიშვილი ფინანსური მდგრადობის და მონიტორინგის კომიტეტს უხელმძღვანელებს
საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის დამფუძნებელი, ოთარ კაჭკაჭაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ
ფინანსური მდგრადობისა და მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია.
ოთარ კაჭკაჭაშვილს მიაჩნია, რომ სიახლე (სხვადასხვა კომიტეტის შექმნა), რომელიც ადვოკატთა ასოციაციის ახალმა გუნდმა დანერგა, ასოციაციის მუშაობას ბევრად ეფქტურსა და ნაყოფიერს გახდის.
„ფინანსური მდგრადობის და მონიტორინგის კომიტეტის“ ფუნქცია ასოციაციაში მოქმედ კომიტეტთა და მართვითი ორგანოების საქმიანობაზე ზედამხედვლობა და ასევე, ასოციაციის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა იქნება.
„ჩვენი ფუნქცია იქნება, მონიტორინგი გავუწიოთ თითოეულ კომიტეტს თუ სხვა მართვით ორგანოს, რათა მათი და შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციის მუშაობა გაცილებით ეფექტური და ფუნქციური იყოს. გარდა მონიტორინგისა, ჩვენი კომიტეტის ერთ-ერთი ფუნქცია ფინანსური მდგრადობის უზრუნვეყოფაა. ამიტომ, როგორც კი მუშაობის აქტიურ ფაზაში შევალთ, ჩვენი კომიტეტი ეცდება, მოიძიოს დაფინანსების წყაროები, რათა ფინანსურად უფრო ძლიერი და მდგრადი იყოს ასოციაციის მუშაობა,“-განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.
სულ, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ 19 კომიტეტი დააკომპლექტა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ კომიტეტები და ერთი დროებითი კომისია მიმდინარე წლის 12 იანვარს დაამტკიცა და ყველა კომიტეტი ფუნქციონირებას 22 იანვრიდან შეუდგება.