შეცვლილი მუხლი და შეფარდებული პატიმრობა
სოფელ ორგორის მკვიდრის, გ.გ-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად
პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებული სსკ-ს 108-ე მუხლით გაასამართლეს, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება თავდაპირველად 117-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, თუმცა 46 წლის მამაკაცის გარდაცვალების გამო მუხლი გადაკვალიფიცირდა.
შემთხვევა 14 იანვარს ასპინძაში, ნიალის მთაში მოხდა. ბარძაყის არეში, არტერიაზე დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გარდაცვლილს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.