18 იანვარი წყლის კურთხევის დღეა
დღეს დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევის დღეა. დიდი აიაზმა წელიწადში ორჯერ, ნათლისღების წინა დღეს და ნათლისღებას სრულდება.
წყალკურთხევას სხვაგვარად აიაზმას უწოდებენ. „აიაზმა“ ბერძნული სიტყვაა და ნაკურთხ წყალს ნიშნავს.
დიდი აიაზმა ეკლესიაში ხვალ, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზეც აღესრულება.
ნაკურთხი წყალი ეკლესიაში მთელი წლის განმავლობაში გამოიყენება. თუ ტაძარს ნაკურთხი წყალი მოაკლდა, წლის ნებისმიერ დროს შეიძლება შესრულდეს მცირე წყალკურთხევა.
არაერთ საეკლესიო კალენდარში მითითებულია, რომ ნათლისღების დღესასწაული, რადგან პარასკევს დაემთხვა, ხსნილია თევზით, მაგრამ სადღესასწაულო
წიგნში ამ დღის შესახებ ვკითხულობთ:
ტრაპეზსა ზედა იქმნების ძმათა დიდი ნუგეშისცემა
ვსჭამთ თევზსა, ყველსა, კვერცხსა და ვსვამთ ღვინოსა.
ხოლო ერისკაცნი ხორცსა.
და ვიკითხავთ სიტყვასა ოქროპირისასა, რომელ არს დასაწყისი ყოველნი თქვენ კეთილნი სულითა.
ანუ აქ წერია, რომ მონასტრის ძმებისთვის ხსნილია თევზით, კვერცხით და რძის პროდუქტით, ხოლო ერისკაცთათვის - ხორცითაც.