სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 თებერვალს, ელექტროენერგიის მიწოდება
10:30-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 1674 აბონენტს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში უდე, არალი, წარბასთუმანი, ზაზალო.
10:00-დან 12:00 საათამდე - 1828 აბონენტს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალთბილა, ნაოხრები, წინუბანი, ვალე, ჯულღა, აბათხევი.
11:00-დან 15:00 საათამდე - 387 აბონენტს ქ. ახალციხეში ყაზბეგის, ექვთიმე ათონელის, გოგებაშვილის, ხმალაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
15:00-დან 18:00 საათამდე - 232 აბონენტს ქ. ახალციხეში რუსთაველის, გიორგი ბრწყინვალის, 9 აპრილის, ახალქალაქის და მიმდებარე ქუჩებზე აგრეთვე სოფლებში ღრელი, ჭაჭარაქი, საძელი.
11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 202 აბონენტს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყრუთი, წირა.
12:30-დან 18:30 საათამდე - 31 აბონენტს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.