სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 თებერვალს
11:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 881 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში დილისკა, ჩუნჩხა, პტენა და ახალქალაქში ცეტკინის ქუჩაზე,
13:00-დან 16:00 საათამდე 2508 აბონენტს ბორჯომში რუსთაველის, გამარჯვების, ბესიკის, პეტრიწის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში წაღვერი, კიმოთი, მზეთამდე და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.