გიორგი გუგავა: ,,ბორჯომში, ანტისოციალური გადაწყვეტილების მიღების უფლებას არავის მივცემთ"
ადგილობრივ ხელისუფლებაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, გიორგი გუგავა თანაპარტიელებთან ერთად ბორჯომში ჩავიდა.
,,გავეშებულები იბრძვიან, რომ ხელფასები გაიორმაგონ, საკრებულოს სხდომებზე არ არის ნამყოფი ,,ოცნები"–ს გუნდი, საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ და ხელფასებს ითხოვენ. ესენი მანდატიანი ყაჩაღები არიან დღეს. ბორჯომი ერთადერთია, სადაც ოპოზიცია უმრავლესობაშია, ჩვენ გამოკვეთილ კოორდინატორს გიორგი გიუაშვილს ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება და ამის გამო ვფიქრობთ, რომ ანტისოციალური საკითხების გატანის უფლება ქართულ ოცნებას არ უნდა მივცეთ" – აცხადებს ,,მეცხრე არხთან" გიორგი გუგავა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომში, საკრებულოს სხდომაზე, მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
რაიონული სამმართველო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის, 1–ლი პრიმა პუნქტის ბე ქვეპუნქტით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა გიორგი გიუაშვილი უკვე დაკითხეს.