ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამ მარტს სამედიცინო დაწესებულებებში მყოფი დედები მოინახულეს.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები კლინიკა „იმედი“-ს და „უნიმედი სამცხე“ -ს ესტუმრნენ, ახალშობილთა დედებს, დღესასწაული მიულოცეს, საჩუქრად კი ყვავილები და ბავშვის ჰიგიენური მოვლის საშუალებები გადასცეს.
3 მარტის, როგორც დედის დღის აღნიშვნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დროს დაწესდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.
მას შემდეგ ქვეყნის მასშტაბით, 3 მარტი ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული.
წყარო: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია