8 მარტიდან ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 8 მარტიდან 10 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა,
მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. 9 მარტს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის მიმართულების იქროლებს ძლიერი ქარი, 10 მარტს ღამის საათებში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე კი 4 – 5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.