სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მარტს, ელექტროენერგიის მიწოდება
11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 418 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბარალეთი, კოთელია, ბალხო.
12:00-დან 15:05 საათამდე - 182 აბონენტს ბორჯომში 9 აპრილის ქუჩაზე, პლატოსა პარკის ტერიტორიაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.