ახალციხისა და ბორჯომში ელექტროენერგია გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მარტს
10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 396 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში საყუნეთი, ზიკილია, აგარა, თისელი და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 18:00 საათამდე 6407 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში ვარდგინეთი, წაღვერი, ტიმოთესუბანი, ყვიბისი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ბორჯომში რობაქიძის, მესხეთის, შანიძის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.